უკრაინაში ომის ფონზე, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებისა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაზე საუბრობს. ევროკავშირის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე შეფასდა, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები ინტენსიურდება და უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ევროპელი მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, მათ შორის სამხედრო და ფინანსური მიმართულებით, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია.