8 თვიანი პატიმრობისა და დუმილის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკვე 1 თვეა, რაც აქტიურად საუბრობს. ციხიდან გამოგზავნილი მეოთხე წერილით ღარიბაშვილი უკვე მოქმედ პრემიერს, ირაკლი კობახიძესაც დაუპირისპირდა. გავლენების განაწილება, კობახიძე-მდინარაძის მმართველობა და ღარიბაშვილის განადგურების პროცესი - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რაზეც უკვე ექსპრემიერის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილიც წერს. ადვოკატმა მსჯავრდებული დღესაც მოინახულა. ახალი გზავნილები ჯერ არ ჩანს, თუმცა ვიდრე, საპატიმროდან მორიგი წერილი გავრცელდება, იქამდე, ღარიბაშვილს ლევან იოსელიანი შეხვდა. სახალხო დამცველი, ადვოკატების მოწოდების საფუძველზე, ექსპრემიერის საპატიმრო პირობებით დაინტერესდა. სასაუბრო თემა ხანგრძლივ პაემნებს ეხებოდა.