საქართველოს მთავრობა არასრულწლოვნებისთვის ორბორბლიან თვითგორიალაზე, ე.წ. სქროლზე დგომის რეგულირებას გეგმავს -
ახალი ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოკლე განმარტების თანახმად, ცვლილება ძირითადად არასრულწლოვნებს შეეხება და მათთვის კონკრეტულ რეგულაციებს განსაზღვრავს, თუმცა განმარტებით ბარათში დაგეგმილი რეგულირების ზუსტი მოდელი აღწერილი არაა. 2025 წლიდან შსს-მა სკუტერების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის აღრიცხვა დაიწყო. ამ სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს 106 შემთხვევა იყო აღრიცხული, რომელთა შედეგადაც 109 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.