ადვოკატის განცხადებით, ელიზბარაშვილმა დაკავებისას თვითმკვლელობა სცადა - Palitra News

ადვოკატის განცხადებით, ელიზბარაშვილმა დაკავებისას თვითმკვლელობა სცადა

2026-09-02 20:21:06+04:00

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო, ხოლო დაკავებისას თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ „პალიტრანიუსს“ მისმა ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განუცხადა. თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ელიზბარაშვილი ამ დროისთვის ადმინისტრაციულად არის დაკავებული.