„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო შენგელიამ აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციასთან ძველი საწვავის ავზი მიიტანა და ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის უკანონო შეტანაზე პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.
დღევანდელი საპროტესტო პერფორმანსის დროს შენგელია განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნულ პროცესზე დუმს, მაშინ როცა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში დიდი რაოდენობით საწვავი შედის. როგორც მან აღნიშნა, ამ საქმეში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობის ნიშნები იკვეთება.