შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 45 უკვე გათავისუფლდა, 72 კი კვლავ პატიმრობაში რჩება.
პაპუაშვილის შეფასებით, დაკავებულები პოლიტიკური მტრების ნაცვლად იმ ადამიანების მიერ გამოყენებული „იარაღები“ იყვნენ, რომლებიც მათ ძალადობრივ ქმედებებში ჩართავდნენ. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მათი ნაწილის პატიმრობაში დარჩენა სწორედ აქციებზე წამქეზებელ პირებს სჭირდებათ. კიდევ რა წერია პაპუაშვილის განცხადებაში და როგორ ეხმაურებიან მას ოპოზიციის წარმომადგენლები.