დღეს ხმაური იყო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებისგან მოითხოვეს პასუხი, დაინტერესდნენ თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საწვავის შეტანის ფაქტებით. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საწვავის კრიზისის ფონზე ოკუპირებული აფხაზეთის საწვავით მიმარაგება შერიგების პროცესზე დადებითად იმოქმედებს. ოპოზიცია კი უკანონო ფინანსურ სქემებსა და საოკუპაციო ძალის გაძლიერების საფრთხეზე საუბრობს.