ახალი რეგულაციები სავაჭრო ქსელებისთვის - კანონპროექტს პარლამენტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარადგენს - Palitra News

ახალი რეგულაციები სავაჭრო ქსელებისთვის - კანონპროექტს პარლამენტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარადგენს

2026-09-03 19:55:23+04:00

სასურსათო ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოსფხვრელად მთავრობა მკაცრ საკანონმდებლო რეგულირებას ამზადებს. ახალი ინიციატივა მიმწოდებლების მიმართ უსამართლო სავაჭრო პრაქტიკების, ფასების ცალმხრივი რეგულაციებისა და გადახდის გადავადების პირობების შეზღუდვას ისახავს მიზნად. საშემოდგომო სესიისთვის წარდგენილი დოკუმენტი აკრძალულ ქმედებებთან ერთად საზედამხედველო ორგანოსა და პასუხისმგებლობის მკაცრ სისტემას აწესებს.