ლაზარე ჯორბენაძის სავარაუდო თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. გამოძიების ფარგლებში ნიკა გვარამიას, ირმა ინაშვილის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ხატია დეკანოიძის, თაზო დათუნაშვილის, გია ხუხაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაა დაგეგმილი. ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებზე კითხვები ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა. საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილში მან საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებსა და პასუხგაუცემელ კითხვებზე ისაუბრა