პროკურორ თეონა ცირამუას განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
პროკურორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ინფორმაციები, რომელიც მან გააჟღერა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თაობაზე, საჯაროდ გავრცელებულ წერილში, არის მხოლოდ გამოცემებზე დაყრდნობით.
„მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შესაბამისად, ჩვენი შეკითხვებიც შეეხებოდა ამ კონკრეტულ ფაქტს. რაც შეეხება მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც არის მის მიერ მიღებული სხვადასხვა გამოცემებიდან. მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებულის საჯარო წერილებით, და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით,რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიების, ის შეკითხვები დაესვა მსჯავრდებულს. გარდა ამისა, დამატებით თუ რაიმე ინფორმაციის გაჟღერება სურდა, ამის შესაძლებლობაც მიეცა, თუმცა ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.
შემიძლია კატეგორიულად დაგიდასტუროთ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და ამას ადასტურებს ოფიციალურ დოკუმენტში, გამოკითხვის ოქმში, რომელიც მოხდა მისი ადვოკატების მონაწილეობით. ჩვენ შეკითხვები დავუსვით და მან გააჟღერა, რომ ინფორმაციები, რომელიც მან გააჟღერა[ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თაობაზე] საჯაროდ გავრცელებულ წერილში, არის მხოლოდ გამოცემებზე დაყრდნობით“, - განაცხადა პროკურორმა.