ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს კიევსა და მოსკოვში გამართავენ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს კიევსა და მოსკოვში გამართავენ

2026-09-03 22:03:36+04:00

დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ კიევსა და მოსკოვში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ამ წამს თათბირი გავმართე გუნდთან, რომელიც მოლაპარაკებებითაა დაკავებული ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად 24/7-ზე მათთან კავშირში ვართ და ახლა შეხვედრებისთვის ვემზადებით. არის წინასწარი ვადები.

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ვნახავთ აქ, კიევში. მათგან დასტური არის: მათი შეხვედრა გაიმართება მოსკოვში და კიევში. შეხვედრის იმედი გვაქვს უახლოეს დღეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ აშშ მომავალშიც აქტიური დარჩეს. მზად ვართ მათთან შეხვედრებისთვის კიევში - მაღალ დონეზე, არსებითად,” - განაცხადა ზელენსკიმ.