უკრაინის თავდაცვის ძალებმა 4 სექტემბრის ღამეს სოჭის მახლობლად რუსეთის საჰაერო თავდაცვის დივიზიონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამხედრო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ამავდროულად, რუსულმა დრონებმა კიევის მახლობლად „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დააზიანეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ეს ამერიკულ ბიზნესინტერესებზე რუსეთის მხრიდან განზრახ თავდასხმის კიდევ ერთი შემთხვევაა და მოსკოვის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია. სიბიგა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს. ცოტნე შაორშაძე განაგრძობს საუბარს.