წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - მას საქართველოს დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს - Palitra News

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - მას საქართველოს დასატოვებლად ერთი კვირა მისცეს

2026-09-04 13:26:28+04:00

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათი ცნობითვე, კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცეს.

„დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.

დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.

,,უფლებები საქართველო" აგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე”,- ნათქვამია განცხადებაში.