მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა - Palitra News

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა

2026-09-04 14:15:37+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძისინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალომედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“,- განაცხადა სარჯველაძემ.