ჯორბენაძის საქმე და ღარიბაშვილის წერილი - რა გაირკვა გამოკითხვებიდან - Palitra News

ჯორბენაძის საქმე და ღარიბაშვილის წერილი - რა გაირკვა გამოკითხვებიდან

2026-09-04 15:11:09+04:00

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვები დღეს დილიდან გაგრძელდა. საქალაქო სასამართლოს შენობა ცოტახნისწინ დატოვეს, ოპოზიციონერმა თაზო დათუნაშვილმა და ხატია დეკანოიძემ. გამოკითხული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მათ ეჭვები მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გამომდინარე გაუჩნდათ და საქმის ირგვლივ სხვა დამატებით, არაფერი იციან. წერილის ავტორის ადვოკატი ამბობს, რომ ბევრი საქმეზე არც თავად ღარიბაშვილმა იცის. უფლებადამცველის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრმა თავის ბოლო წერილში მხოლოდ ფაქტები დააკავშირა და კითხვები მედიაში გავრცელებული ეჭვების შესაბამისად დასვა.