საქალაქო სასამართლო თამაზ ელიზბარაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. დღეს დილით, უწყებამ მუქარის ფაქტზე ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე კადრებიც გაავრცელა. ვიდეოში ასახულია 31 აგვისტოს ღამეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გამოძიების ვერსიით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, შეიარაღებული დაბრუნდა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის აცხადებს, რომ საქმის არცერთი მოწმე, არ ადასტურებს, რომ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. როგორია დაცვის და ბრალდების მხარის პოზიციები