ნანუკა ჟორჟოლიანი - ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას „ნაცი“, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე კობახიძე - Palitra News

ნანუკა ჟორჟოლიანი - ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას „ნაცი“, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე კობახიძე

2026-09-04 17:34:21+04:00

ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს, რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ მეომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ,რაც თავდაცვის სამინისტრომ მათი სია რუსებს გადასცა და ყველას მკვლელობა და ყველას გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს გამომძიებლებს.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ბევრის მოყოლა შეუძლია.

„ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას „ნაცი“, მაგრამ არ გამოუვა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად „ქოცია“ ვიდრე ირაკლი კობახიძე, ამიტომ, ეს სპეცოპერაცია არ გამოვა. თან მგონია, გარდა იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს ირაკლი კობახიძეზე, ყველა იმ მაღალჩინოსანზე, რომელიც დღეს ბრალდებულია, ციხეში ზის, თუ გაქცეულია ქვეყნიდან, ასევე, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს, რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ მეომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ მათი სია რუსებს გადასცა და ყველას მკვლელობა და ყველას გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო, ასევე, რა მოხდა რაფალიანცის მკვლელობაზე, ციხის კადრებზე - მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალია და კინო აწი იქნება.

თქვენს მინისტრს, თქვენს პრემიერ-მინისტრს, ასევე თქვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქვს ყველა ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა მათი სახელები ბურუსით მოცულ მკვლელობაზე, ასევე თქვენს მთავარ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმასაპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა: ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.