ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კაბინეტზე დრონით თავდასხმა განახორციელეს - ალექსანდრ პოკლადს დავავალე, ამ დარტყმას ადეკვატურად უპასუხონ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კაბინეტზე დრონით თავდასხმა განახორციელეს - ალექსანდრ პოკლადს დავავალე, ამ დარტყმას ადეკვატურად უპასუხონ

2026-09-04 18:08:07+04:00

რუსულმა დრონმა კიევში, უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის დროს გენერალი თავის კაბინეტში არ იმყოფებოდა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

„ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალექსანდრ პოკლადს. სამწუხაროდ, რუსულმა დრონმა კიევში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას დაარტყა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური. ყველა დაზარალებული მიიღებს საჭირო დახმარებას. დრონი პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტისკენ იყო მიმართული. პოკლადს დავავალე, რომ რუსების ქმედებაზე ადეკვატური და ხელშესახები რეაგირება მოახდინონ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ დარტყმას სარკისებურად უპასუხონ, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ჩვენი სამხედროები მხარს დაუჭერენ ამ რეაგირებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.