ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა - Palitra News

ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა

2026-09-04 20:06:20+04:00

გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ევროკავშირი გაფართოების პოლიტიკაზე მსჯელობას ააქტიურებს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით უკვე რეკორდული წელია და ბლოკი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას გეგმავს. ევროკომისარი განმარტავს, რომ ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე შეუძლია. სად არის საქართველო ამ პროცესში?!