დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წარმატებით მიმდინარეობს დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესიც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებულია.