ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოკითხვები გაგრძელდა. გამოიკითხნენ „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი. როგორც გამოკითხული პოლიტიკოსები აცხადებენ, ამ გამოკითხვებს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არ გააჩნია და უნდა გამოიკითხონ ის პირები, ვინც ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშილმა წერილში დაასახელა - ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე.