ვიტალი კლიჩკო - კიევში უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა - Palitra News

ვიტალი კლიჩკო - კიევში უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

2026-09-04 20:43:28+04:00

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში დრონით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. დრონი უსაფრთხოების სამსახურის შენობას მოხვდა, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, განაცხადა.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. დრონის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნა უკრაინის დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, შევჩენკოვსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.