ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბოლივიის ვიაჩას მუნიციპალიტეტში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლების განცხადებით, აფეთქება პიროტექნიკის საცავში მოხდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.