უკრაინის შეიარაღებული ძალები - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივი ან ასიმეტრიული ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს - Palitra News

უკრაინის შეიარაღებული ძალები - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივი ან ასიმეტრიული ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს

2026-09-05 13:13:22+04:00

უკრაინის შეიარაღებული ძალები ამოცანების შესრულებას აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს ცნობით, ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ წყვეტს.

„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ცალმხრივი ან ასიმეტრიული ვერ იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამჟამად თავდაცვითი ოპერაციის ამოცანები სრულ რეჟიმში ხორციელდება“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების სამმართველომ.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს.