ათენის მახლობლად ბერძნული F-4-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა - Palitra News

ათენის მახლობლად ბერძნული F-4-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

2026-09-05 19:57:12+04:00

ათენის მახლობლად ბერძნული F-4-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბერძნული ორადგილიანი ავიაგამანადგურებელი F-4 Phantom-ი ავიაშოუს დროს ტანაგრას ავიაბაზაზე ჩამოვარდა.

ოფიციალური პირების ცნობით, პილოტების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.