ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანა - Palitra News

ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანა

2026-09-06 11:42:14+04:00

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანზე იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, იერიში იყო საპასუხო რეაქცია ჰეზბოლას მიერ ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით ორი დრონის გაშვებაზე რეგიონის იმ ნაწილში, რომელიც მათ უსაფრთხოების ზონად გამოაცხადეს.

მანამდე, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში, ქალაქ არაბ სალიმში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს და განაცხადეს, რომ დარტყმას განახორციელებენ, რადგან ამ შენობას დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყენებდა.