ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ - Palitra News

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ

2026-09-06 12:04:49+04:00

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ერთი დღე სამხედრო თემატიკას დაეთმო. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, საქართველის ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.