ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა - Palitra News

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

2026-09-06 14:14:04+04:00

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის უკვე დაკავებულია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.