ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრამდე კირილ ბუდანოვს, სერგეი კისლიცას, რუსტემ უმეროვსა და დავით არახამიას შეხვდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრამდე კირილ ბუდანოვს, სერგეი კისლიცას, რუსტემ უმეროვსა და დავით არახამიას შეხვდა

2026-09-06 15:02:45+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, შეხვედრის წინ უკრაინის მომლაპარაკებლების გუნდს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი და უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის თავისი წინადადებები მოამზადა.

„მზად ვართ სასაუბროდ. უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება კონსტრუქციული. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ომის სწრაფად დასრულებით. საჭიროა მშვიდობა. საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები. საჭიროა ღირსეული ომისშემდგომი მსოფლიო. ჩვენი წინადადებები მზადაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.