საქართველოს პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნობა - Palitra News

საქართველოს პარლამენტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნობა

2026-09-06 15:16:13+04:00

საქართველოს პარლამენტი უახლოეს დღეებში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნობა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, წელს, 6 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 925 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,8%-ით არის გაზრდილი. მომხსენებელმა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოს 2 734.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.