„რაიო ვალეკანოში“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა. ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში რაიო ვალეკანომ რასინგს უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ქართველი შემტევი მინდორზე მატჩის 74-ე წუთზე შევიდა. სტუმართა რიგებში სათადარიგოთა სკამზე იჯდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გულიაშვილი, თუმცა მას მოედანზე გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცემია. გიორგი წიტაიშვილი რაიო ვალეკანოში აგვისტროს დასაწყისში გადავიდა, მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ჩათვლით გააფორმა.