სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ - Palitra News

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში ჩავიდნენ

2026-09-06 15:38:58+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მიიღო, რომლებიც დღეს კიევში პირველად ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრამპის წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ და სადგურზე მათ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები დახვდნენ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებები დაიწყო.

"მოლაპარაკებები დავიწყეთ", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საკითხთან დაკავშირებულმა ორმა პირმა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ დისკუსიებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერმანიიდან, საფრანგეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან.