უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის აეროპორტში დასახვედრად მოემზადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სამწუხაროდ, რუსებმა თავიანთი დარტყმებით აჩვენეს, რომ მათ (უიტკოფსა და კუშნერს) არ შეუძლიათ თვითმფრინავით დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მომზადებული გვაქვს და ჩვენი აეროპორტები მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ, ვიდრე კუშნერი და უიტკოფი სოფიას მოედანზე ავტოკოლონით მივიდნენ.
შეგახსენებთ, ამერიკელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში დღეს მატარებლით ჩავიდნენ.