მედია - დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს - Palitra News

მედია - დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

2026-09-07 09:02:43+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების გამართვას გეგმავს, - ინფორმაციას Kyiv Independent-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის გაესაუბრება მას შემდეგ, რაც მისი წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ სატელეფონო ზარები, სავარაუდოდ, 7 სექტემბერს შედგება.