ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საკითხის უკან მმართველი გუნდის პირადი ინტერესებია და არ აქვთ მოლოდინი, რომ გამოკითხვაზე „ქართული ოცნების“ წევრი პოლიტიკოსებსაც დაიბარებენ. გამოკითხვების დაწყების დღიდან, გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ გამოძიების კითხვებს ირაკლი ღარიბაშვილის წერილში დასახელებული პირები, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა პასუხობდნენ. პროკურატურაში დაბარებების საფუძველი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილში ნახსენები ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმე გახდა, რომელზეც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოზიციები საჯაროდ დააფიქსირეს.