ევროკავშირის გაფართოების შემოდგომა ახლოვდება - მარტა კოსის განცხადებით, გაწევრიანებისთვის მზადება ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ერთი ეხება წევრობის კანდიდატების მომზადებას, ხოლო მეორე - თუ რა კეთდება ევროკავშირის შიგნით მოსამზადებლად. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი ნულის ტოლია.