სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ კიევში ჩავიდნენ და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ - Palitra News

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ კიევში ჩავიდნენ და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ

2026-09-07 09:06:54+04:00

აშშ-ის დიპლომატიური აქტიურობა უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავიდა. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ კიევში ჩავიდნენ და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ამერიკელი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებში გარკვეული წინსვლა არსებობს და მომდევნო შეხვედრების ორგანიზებასაც განიხილავენ, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. კიევისთვის კვლავ მთავარი საკითხებია უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული საკითხი, მაშინ როცა მოსკოვი საკუთარ მოთხოვნებზე უკან დახევას არ აპირებს. ზელენსკის განცხადებით, ომი, სავარაუდოდ, ზამთარშიც გაგრძელდება, თუმცა ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას კვლავ ხედავს.