უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრები მოსკოვსა და კიევში - რა ხდება სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად - Palitra News

უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრები მოსკოვსა და კიევში - რა ხდება სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად

2026-09-07 12:25:49+04:00

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ბრძოლები კვლავ ინტენსიურად გრძელდება. რუსული ძალები აღმოსავლეთ მიმართულებებზე შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ. უკრაინა კი პოზიციების შენარჩუნებასთან ერთად რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს აძლიერებს. პარალელურად, ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე ახალი საჰაერო იერიშები განახორციელეს. ამ ფონზე, სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად აშშ-ის წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ. რა შეხვედრები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა და დაიწყება თუ არა ომში მყოფ მხარეებს შორის მოლაპარაკებები.