ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. ჯორბენაძის მეგობარი გიორგი ლილუაშვილი დარწმუნებულია, რომ მას თავი არ მოუკლავს. საქმის სხვა მოწმეები კი ამბობენ, რომ არაფერი იციან გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა წერილში დაწერა. ოპოზიციაში საკითხის უკან მმართველი გუნდის პირად ინტერესებს ხედავენ და გამოკითხვების დაწყების დღიდან, აცხადებენ, რომ გამოძიების კითხვებს ირაკლი ღარიბაშვილის წერილში დასახელებული პირები, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა პასუხობდნენ.