ტრანსპორტის 10-წლიანი გეგმა - როგორ აპირებს "ქართული ოცნება" შუა დერეფნის ათვისებას - Palitra News

ტრანსპორტის 10-წლიანი გეგმა - როგორ აპირებს "ქართული ოცნება" შუა დერეფნის ათვისებას

2026-09-07 15:39:22+04:00

რკინიგზისა და ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრება და აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგება - ამ მიზნებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 10 წლიანი გეგმა ითვალისწინებს. ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე დღეს ქვეყნის პირველი პირებისგან ითქვა, რომ იმუშავებენ შუა დერეფანში საქართველოს შესაძლებლობების ასათვისებლად. რა გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას"?