თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ერთობლივ თურქულ საწარმოს შორის თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა - Palitra News

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ერთობლივ თურქულ საწარმოს შორის თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2026-09-07 15:40:57+04:00

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ერთობლივ თურქულ საწარმოს შორის თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება - მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 287 მილიონ ლარზე მეტია. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი 10 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე. ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.