სამართალდამაცვებმა კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ნათესავს ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს სანადირო თოფიდან დაზიანებები მიაყენა.დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.