გუშინ, ასევე მქონდა ცალკე პირისპირ შეხვედრა სტივთან და ჯარედთან, რათა დღის შედეგები განგვეხილა. ყველაზე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა დიპლომატიის გასაგრძელებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ შეხვედრა მოლაპარაკებების გუნდთან გაიმართა.
„მოლაპარაკებების სამი რაუნდი ჩავატარეთ. ასევე შემოგვიერთდნენ E3-ის წარმომადგენლები - საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და გერმანია. გუშინ, ასევე მქონდა ცალკე პირისპირ შეხვედრა სტივთან და ჯარედთან, რათა განგვეხილა დღის შედეგები. ყველაზე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა დიპლომატიის გასაგრძელებლად“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა იციან, რამ შეიძლება გამოიღოს შედეგი და რამ უნდა გამოიღოს შედეგი ზამთრის წინ.
„გვქონდა არსებითი დისკუსიები ჩვენი საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე, შესაბამის ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე და ჩვენთვის საჭირო ზამთრის პაკეტზე. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რამ შეიძლება გამოიღოს ნაყოფი და რამ უნდა გამოიღოს ნაყოფი ზამთრის წინ. კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს. ვამზადებთ შემდეგ შეხვედრებსა და კომუნიკაციებს. უკრაინის წინადადებები კონსტრუქციულია და ყოველთვის ასე იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მანამდე ისინი მოსკოვში იმყოფებოდნენ და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.