ნათია თამაზაშვილი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეულად გასცემს ყველაფერს პასუხს - ეს სრულად პოლიტიზებული პროცესია - Palitra News

ნათია თამაზაშვილი - დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეულად გასცემს ყველაფერს პასუხს - ეს სრულად პოლიტიზებული პროცესია

2026-09-07 18:34:19+04:00

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ღირსეულად გასცემს ყველაფერს პასუხს.

როგორც ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, პროცესს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, სრულად პოლიტიზებულია პროცესი.

„ირაკლის ყველაფერზე აქვს თავისი პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გასცემს ყველაფერს პასუხს. ვერ გეტყვით ზუსტად, როდის იქნება წერილი და რა იქნება, მაგრამ პასუხს აუცილებლად გასცემს.

ძალიან რთულია ამ ყველაფრის ყურება. წარმოუდგენელია ის პროცესი, რაშიც ახლა ვართ. ამ პროცესს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს სრულად არის პოლიტიზებული პროცესი“, - განაცხადა ადვოკატმა.