სტივ უიტკოფი მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებზე - მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული - Palitra News

სტივ უიტკოფი მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებზე - მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული

2026-09-07 18:47:46+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, მოსკოვსა და კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „მნიშვნელოვანი პროგრესი“ იქნა მიღწეული.

„მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, მათ შორის, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის საკითხზე წინსვლის კუთხით. პრეზიდენტი ტრამპი მკვლელობების დასასრულებლად და ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად აქტიურად მუშაობს“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სპეციალური წარმომადგენელი X-ზე.

უიტკოფის ცნობით, მასთან და აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთ სპეციალურ წარმომადგენელთან ჯარედ კუშნერთან ერთად, მოსკოვსა და კიევში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმაც მიიღეს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთსა და უკრაინაში 5-6 სექტემბერს იმყოფებოდნენ.