კაია კალასი - ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული - Palitra News

კაია კალასი - ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული

2026-09-07 21:23:31+04:00

რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ლიეტუვაში, პრემიერ-მინისტრ მინდაუგას სინკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც ისინი ინიციატივას კარგავენ, მაშინ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული. ისინი ერთ დათმობაზეც კი არ წასულან, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ“, - განაცხადა კალასმა.

ასევე, კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტით ადგილზე არსებული ვითარების შესახებ უკეთ გაიგეს.

„მოხარული ვარ, რომ სპეციალური წარმომადგენლები კიევში პირველად ჩავიდნენ. ეს უკრაინელებისთვის სამ დღეს ნიშნავდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გარეშე. ვფიქრობ, ეს ამ ვიზიტის პოზიტიური ასპექტია“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.