გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა მოწინავე კანდიდატ ქვეყნებად მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა დაასახელა, ხოლო საქართველო ამ ჩამონათვალში არ უხსენებია. ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობების პერსპექტივა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში განსაკუთრებულად პესიმისტურ შეფასებებს იწვევს. მათივე განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია.