რა კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას და როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოს როლი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში - Palitra News

რა კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას და როგორ უნდა გაიზარდოს საქართველოს როლი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში

2026-09-07 21:50:39+04:00

რკინიგზისა და ნავსადგურების გამტარუნარიანობა გაორმაგდება, ტვირთების გადაზიდვის დრო განახევრდება, აეროპორტების შესაძლებლობები კი სამჯერ გაიზრდება. მთავრობის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, საქართველო შუა დერეფნის პოტენციალის სრულად გამოყენებას და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას გეგმავს.