,,ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით“ - რას ამბობს ღარიბაშვილი ახალ წერილში - Palitra News

,,ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით“ - რას ამბობს ღარიბაშვილი ახალ წერილში

2026-09-08 09:49:30+04:00

,,ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით“ - პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ახალ წერილში უკვე პირდაპირ აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი სამართლებრივი კი არა, პოლიტიკური დევნაა და ხელისუფლებას ბინძურ პოლიტიკურ თამაშში ადანაშაულებს. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მის წერილში დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემის ნაცვლად, პროცესის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირება სცადა. ოპონენტების შეფასებით, ქართული ოცნება ცდილობს, ყოფილი პრემიერი ოპოზიციასთან დააკავშიროს და ამ გზით მისი წერილების პოლიტიკური ეფექტი გაანეიტრალოს. ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მიმდინარე გამოკითხვები სამართლებრივი პროცესის ნაცვლად, უფრო პოლიტიკური გზავნილებისა და პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილს ჰგავს, რადგან ხელისუფლებას ღარიბაშვილის წერილებში გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა სულ უფრო უჭირს და ყურადღების გადატანას თავად ავტორსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ცდილობს.