საქართველო ევროპული გაფართოების ახალი ეტაპის მიღმა დარჩა - რას ამბობენ ოპიზიციაში - Palitra News

საქართველო ევროპული გაფართოების ახალი ეტაპის მიღმა დარჩა - რას ამბობენ ოპიზიციაში

2026-09-08 09:56:12+04:00

საქართველო ევროპული გაფართოების ახალი ეტაპის მიღმა დარჩა. ევროკავშირის ოფიციალური შეფასებით, საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. ევროკომისია პირდაპირ მიუთითებს, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა ქვეყნის ევროპული გზა საფრთხის ქვეშ დააყენა, ხოლო მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების მიმართულებით პროგრესი საკმარისი არ აღმოჩნდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზა ქვეყანას არ დაუკარგავს, თუმცა მათივე აზრით, ამ გზაზე დაბრუნება ხელისუფლების ცვლილებასა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას უკავშირდება.